ჩვენი მიზანი, უნარები და გამოცდილება
ჩვენ გსურს მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი უსაფრთხოების სისტემების ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ქიმიური პროცესის უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ადმინისტრაციული საშუალებები, სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ენერგიის კონტროლის მექანიზმები. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნა, შრომის მოყვარეობა და პოზიტიური დამოკიდებულება მოგვცემს საშუალებას, უსაფრთხო გავხადოთ სამუშაო სივრცეები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
DRAWDRAFT Solutions-ის გუნდი შედგება სპეციალისტებისაგან, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია იმისათვის, რომ მომხმარებელს შესთავაზონ საუკეთესო პროდუქტი, ბაზარზე. მოკლედ ჩვენი გუნდის წევრების განათლებისა და უნარჩვევების შესახებ:
- საზოგადოებასთან და მომხამრებელთან ურთიერთობა
- პროდუქციის ხარისხის მართვა და გაყიდვების მენეჯმენტი
- შრომის უსაფრთხოება (სასერთიფიკატო კურსი)
- სახანძრო უსაფრთხოება და შენობებიდან ევაკუაცია (ILO)
- ქიმიური პროცესის უსაფრთხოების ინჟინერია
- სახიფათო ნივთიერებების გარემოში უკონტროლოდ მოხვედრაზე და ამით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა (HAZWOPER)
- საწარმოო პროცესის ავტომატიზაციის და უსაფრთხოების ელექტრონული სისტემები (SCADA)
წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება საქართველოში განხორციელებულ ლოკალურ და საერთაშორისო პროექტებზე:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დამატებითი შენობის მშენებლობა 2016 წელს
- სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) ფარგლებში მიმდინარე ტექნიკური და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობების მშენებლობა 2017-2018 წლებში
- კასპის ცემენტის თანამედროვე სისტემის ქარხნის მშენებლობა 2018-2019 წლებში
- კონსულტაცია შრომის უსაფრთხოებისა და ხანძრის პრევენციის მიმართულებით 2020-2023 წლებში
- სამხრეთ კავკასიური გაზსადენის საკომპრესორო სადგურის ოპერირება 2023-2026 წლებში