DRAWDRAFT Solutions გთავაზობთ საევაკუაციო რუკის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით მომზადებას.
რუკის მოსამზადებლად საჭიროა:
შიდა აზომვითი ნახაზის არ არსებობის შემთხვევაში, მხაზველი ტექნიკოსი მოგიმზადებთ შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზის პროტოტიპს, რომელიც გამოსადეგი იქნება საევაკუაციო რუკის მოსამზადებლად
ფასი დამოკიდებულია შენობაში არსებული კედლების და ფანჯრების (ტიხრების) რაოდენობაზე
ფასის დასადგენად, სპეციალისტი ფიზიკურად მოახდენს ობიექტის შეფასებას
საბოლოო პროდუქტი წარმოდგნეილი იქნება A3 ზომის ქაღალდზე დასაბეჭდად, .pdf ფორმატში.
შეთანხმებისამებრ, შესაძლებელია საევაკუაციო რუკის დაბეჭდილი ვერსიის ჩვენს მიერ მომზადება და, ასევე - დასამუშავებელი ფაილის გადმოცემა
DRAWDRAFT Solutions გთავაზობთ მილსადენებისა და მზომი ხელსაწყოების დიაგრამების მომზადებას თქვენი საწარმოსა და ობიექტისათვის
დიაგრამების მომზადებისათვის საჭიროა ჩვენმა ინჟინერმა ადგილზე შეისწავლოს საწარმოო ოპერაციის მიმდინარეობა და თანმიმდევრულად შეადგინოს მილსადენებისა და მზომი ხელსაწყოების დიაგრამა
ფასი დამოკიდებულია საწარმოოს მასშტაბებისა და დიაგრამაზე დასატანი მოწყობილობების რაოდენობაზე
გთავაზობთ ნახაზის მომზადებას ორ სხვადასხვა პროგრამაში:
ჩვენი საბოლოო პროდუქტი იქნება ელექტრონული ვერსია pdf და dwg ან svg (დასამუშავებელი ფაილი) ფორმატში, რომელიც კლიენტს გადაეცემა
ჩვენ შეგასწავლით:
ნახაზების დამზადებას შეგასწავლით Inkscape ან Autocad პროგრამების მეშვეობით, თქვენი არჩევანისამებრ
აღნიშნული ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე დამკვეთის მიერ შერჩეულ ტრენინგისათვის განკუთვნილ სივრცეში
თქვენი კომპანიის/ორგანიზაციის დასაქმებულთათვის და სხვა პირებისათვის (ვიზიტორები, კონტრაქტორები) გთავაზობთ უსაფრთხოების სავალდებულო ტრენინგების და ინსტრუქტაჟების ჩატარებას შემდეგი მიმართულებებით:
ტრენინგების ჩატარების შემდგომ მოხდება ინსტრუქტაჟის ჟურნალის წარმოება, სადაც აღირიცხებიან ტრენინგში მონაწილე დასაქმებულები. აღნიშნული დოკუმენტი გადაეცემა ხელმძღვანელობას/დამსაქმებელს
აღნიშნული ტრენინგების ჩატარება რეკომენდირებულია მხოლოდ ადგილზე, ფიზიკურად.