შეგასწავლით ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ჩვენ!
ტექნიკური ტრენინგები, რომლებიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ:
- საევაკუაციო რუკების მომზადება
- მილსადენების და მზომი ხელსაწყოების დიაგრამების კითხვა 3D საიმიტაციო მოდელის ან თქვენს საწარმოში არსებული დანადგარის საფუძველზე
- მილსადენების და მზომი ხელსაწყოების დიაგრამების (P&ID) მომზადება
უსაფრთხოების ტრენინგები
დასაქმებულთათვის და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისათვის, საქართველოს კანონმდებლობითაა მოთხოვნილი უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ:
- საგანგებო სიტუაციის იმიტაცია და ევაკუაცია, რა დროსაც კომპანიის დასაქმებულები და მენეჯერები სწავლობენ სახიფათო არეალიდან სწორად ევაკუაციას, შეკრებას, პერსონალის აღრიცხვას და სამძებრო-სამაშველო პროცესში ჩართვას. იმიტაციის დროს, ასევე იზომება ევაკუაციისათვის საჭირო დრო, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად
- მილსადენებისა და მზომი ხელსაწყოების დიაგრამების პრაქტიკაში გამოყენებას სახიფათო ენერგიის იზოლირებისათვის და იზოლაციის ჟურნალების წარმოება-აღრიცხვას.