მილსადენებისა და მზომი ხელსაწყოების დიაგრამები (P&ID)
ქიმიური წარმოების, გაზისა და ნავთობის ინდუსტრიაში გამოყენებული მილსადენებისა და სხვადასხვა სახის დანადგარების (ტუმბოები, კომპრესორები, სარქველები) მართვისა და კონტროლისათვის გამოიყენება მილსადენებისა და მზომი ხელსაწყოების დიაგრამები, რომლებიც ასევე ცნობილია აბრევიატურით P&ID (Piping and Instrumentation Diagram).
მილსადენებისა და მზომი ხელსაწყოების დიაგრამების ქიმიურ საწარმოებსა და გაზისა და ნავთობის სფეროში მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით:
- კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ
- ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
ამ დოკუმენტის არსებობა, ასევე მოთხოვნილია SAVEO III Directive-ის შესაბამისად.
დოკუმენტაციაში (დიაგრამაზე) ასახულია შემდეგი დეტალები:
- ავზები (Vessels)
- დანადგარები: ტუმბოები, კომპრესორები, ფილტრები (Equipment)
- მილსადენები (Piping)
- სარქველები და ჩამკეტები (Valve)
- მზომი მექანიკური ხელსაწყოები: მანომეტრები, თერმომეტრები (Gauges)
- მზომი ელექტრონული ხელსაწყო-გადამცემები (Transmitters) და მათი კავშირები
რისთვისაა საჭირო მილსადენებისა და მზომი ხელსაწყოების დიაგრამა?
- უსაფრთხოდ ოპერირებისა და მართვისათვის
- სერვისისა და რემონტისათვის სისტემის მოსამზადებლად, რაც მოიცავს ნაკადების იზოლაციას და ჭურჭლის დაცლას სახიფათო ნივთიერებისაგან (LO/TO)
- ცვლილებათა მართვისა და მოდიფიკაციისათვის (Management of Change/MOC)
- საწარმოო პროცესთან დაკავშირებული რისკების შეფასებისათვის (HAZOP, HAZID)
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის
გამოყენების სფერო
მილსადენებისა და მზომი ხელსაწყოების დიაგრამების გამოყენება საჭიროა ყველა ტიპის ჰიდრო სისტემის ექსპლუატაციის დროს. ეს სისტემები შესაძლოა იყოს:
- სახანძრო, ავტომატიზებული ხანძრის ქრობის სისტემები
- ბენზო და გაზ გასამართი სადგურები
- ნავთობის ბაზები და ავზების მოედნები
- სამელიორაციო ნაგებობები
- საკანალიზაციო სისტემები
- თხევადი და აირადი ქიმიური პროდუქციის საწარმოები